რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის 2012 წელი გარდამტეხი იქნება.
გამოკითხვისას დასმული შეკითხვის ფორმულირებაც სწორედ ასე ჟღერდა: "როგორი იქნება დიმიტრი მედვედევისთვის 2012 წელი".
გამოკითხული 80 რესპონდენტის აზრით, მედვედევს აქვს შანსი დარჩეს პრეზიდენტად მეორე ვადითაც, თუმცა ამისთვის არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ფაქტორის დაძლევა, არამედ რუსეთის მოქალაქეთა სიყვარულის მოპოვებაც დასჭირდება.
142 რესპონდენტი აცხადებს, რომ მედვედევი ისრაელში გაიქცევა, 18 რესპონდენდი მიიჩნევს, რომ ის თავშესაფარს სომხეთში იპოვის, ხოლო 12 ასეთ ადგილად აშშ-ს ასახელებს.
97 გამოკითხული რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას უწინასწარმეტყველებს, 46 მიიჩნევს, რომ ის თავის მოხუცებულობას აგარაკზე შეხვდება, ხოლო ყველაზე მეტი - 563 რესპოდენტის აზრით, მედვედევი სასამართლოს წინაშე წარსდგენა.
გამოკითხული 1186 რესპონდენტიდან 228 რესპონდენტმა დიმიტრი მედვედების მომავლის პროგნოზირებისგან ან თავი შეიკავა ან სხვა პასუხი გასცა.