აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 3 დღიან ტურნეში გაემგზავრა. ობამა ამჟერად ქვეყნის სამ შტატს - მინესოტას, ილინოისს და აიოვას ავტობუსით შემოივლის.
სამივე შტატში 2008 წლის არჩევნებში ობამამ გამარჯვება მოიპოვა. მისი ტურნეს მიზანი აშშ-ს ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების მხარდაჭერის მოპოვებისკენაა მიმართული.
უნდა აღინიშნოს, რომ ობამას რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემის ფონზე მნიშვნელოვნად უარესდება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ საკუთარი რეიტინგის "ამოქაჩვის" მიზნით შეეცდება ობამა დაარწმუნოს ამომრჩევლები მისი კურსის მართებულობაში და ითხოვოს მხარდაჭერა.