ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ლიბიელებს მოუწოდებს, "ნატოს ოკუპაციისგან" განსათავისუფლებლად გაერთიანდნენ. კადაფის აღნიშნული მოწოდება მოსახლეობის მიმართ სახლმწიფო ტელევიზიამ გადასცა.
ლიბიის ლიდერმა მოსახლებას მოუწოდა, შეიარაღდნენ, რათა "ქვეყანა მოღალატებისგან და ნატოს ოკუპაციისგან გაათავისუფლონ.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით კი, აჯანყებულები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 60-80 კმ-ში იმყოფებიან. მათი ინფომაციით, ლიბიის ოპოზიციამ და კადაფის წარმოამდგენლების შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნულს შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს.