კერძოდ კი, შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 8 პიროვნება დააკავა.
დაკავებულებიდან ორი- გიორგი ლუციოღლუ და ედუარდ ფარტენაძე საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 6 - მუშარაფ ჰასეინი, აბულჰაირ ბიანი, კოუსარ ჰასანი, მუფამედ მოფსაბიზურ რაამანი, მამუნ აბდულა ალი და მონი რუზამენი ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.