წალკის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსავალი განადგურდა.
სოფლებში - ჩივთკილისში, თამალახარაბაში, ტაბურში, ხაჩკოვში, რეხასა და ხანდოსაში სეტყვამ მთლიანად გაუნადგურდა კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურების მოსავალი. ასევე, განადგურებულია დაახლოებით, 800 ჰექტრამდე კარტოფილისა და ხორბლის მოსავალი.
სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სეტყვის დროს დაიხოცა წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. სეტყვისგან დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანაც.
ადგილობრივი მოსახლეობა სეტყვისა და ძლიერი წვიმისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მოითხოვს.
ამ დროისთვის ზარალის დათვლას სპეციალური კომისია ადგილზე მუშაობას უკვე შეუდგა.