ციმბირის წყლულის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს. მათგან ორი 20 და 21 წლის ახალგაზრდები არიან.
მათ სოფელ კოდაში დაცემული ხბო დაკლეს. მეხუთე დღეს კი სხეულზე წყლულები გაუჩნდათ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მათ საავადმყოფოს მიმართეს. ორივე მათგანი სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს.
კიდევ ერთი პაციენტი კლინიკაში სოფელ კრწანისიდან გადაიყვანეს. 57 წლის მამაკაცი ყასაბია და ის დაავადებულ ხორცთან შეხების შემდეგ დაინფიცირდა. ექიმების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.