სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში მდებარე ქალაქ კუტში განხორციელებულ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალაქის ცენტრში ერთბაშად ორი ბომბი ამოქმედდა.
როგორც კუტის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დაჭრილია ათობით ადამიანი.
აფეთქება ადგილობრივი დროით 08:00 საათზე მოხდა. როგორც დასავლური მედია საშუალებები ირწმუნებიან ქვეყანაში 2006-07 წლების შემდეგ ტერაქტების რაოდენობამ იკლო.
ივლისში ტერაქტებს 259 ერაყელი ემსხვერპლა.