პაკისტანში, სამგზავრო ავტობუსის ავარიის დროს 20 ადამიანის დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" პაკისტანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავტრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 80 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 20 დაიღუპა, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილების რაოდენობა გაიზარდოს.
ავარია ყარაჩის მახლობლად, პაკისტანის სამხრეთით მე-20 კმ-ზე მთიან ნაწილში მოხდა.
მომხდართან დაკავაშირებით მიმდინარეობს გამოძიება.