სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით არის შემორტყმული, რომელსაც პოლიცილები იცავენ.
ამასთან, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობს დევნილების ნივთებს სატვირთო მანქანებში ჩატვირთვის პროცესი.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათ სხვა გამოსავალი მათ არ ჰქონდათ. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას კი აზრი არა აქვს. მათი განცხადებით, დათანხმდნენ ხელისუფლების შეთავაზებას 10000-დოლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით.
გამოსახლების პროცეს აკვირდებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვეს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა ადგილობრივ დამკვირვებლებს შემოსაზღვრული ტერიტორიის შიგნით არ უშვებენ.
ამ დროისთვის გარდა ევროკავშირისა ადგილზე იმყოფებიან "საიას", "დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების", "წინააღმდეგობის მოძრაობის", ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ 40-მდე ოჯახის გამოსახლების პროცესი დილის 06:00 საათიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილთა ნაწილმა შენობა ნებით უკვე დატოვა და 10 000 დოლარიან კონპენსაციას დათანხმდა. ნაწილი შეთავაზებაზე უარს აცხადებს.