სირიის ქალაქ ლატაკეაში ანტისამთავრობო გამოსვლების ჩასახშობას ქვეყნის ხელისუფლება საზღვაო ფლოტს მეშვეობით ცდილობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წევრებზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი სანაპიროზე მდგარი საზღვაო ფლოტის გემებიდან იბომბება. ამავდროულად, ქალაში შეყვანილია 20 ტანკი და ჯავშანტექნიკა.
გასული 24 საათის განმავლობაში დაღუპულია ათი ადამიანი და დაჭრილია 25.
აღნიშნულის მიუხედავად ლატაკეაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება.