აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან ტიმ პოლეტიმ უარი განაცხადა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, პოლეტიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის აიოვას შტატში სარეიტინგო კენჭისყრისას მესამე ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი შტატში აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა მინესოტას შტატიდან მიშელ ბიკმანმა აიღო, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის რვა კანდიდატს აჯობა.