2010 წელს რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს 410 ოფიცერი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა განაცხადა.
"გასულ წელს ჩვენ დავკარგეთ 410 ოფიცერი და ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის", - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლიციაში მყოფი მრავალი ოფიცერი არის "სამაგალითო".
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ არ უნდა დაიმალოს სისტემაში არსებული ნეგატიური ფაქტები, მაგრამ სამაგალითო ფაქტებზეც უნდა იყოს საუბარი.