ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგურის სრული გაშვება 2011 წლის ბოლოს მოხდება.
ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა.
"ბუშერის ატომური ელექტროსადგური უკვე მზადაა და მისი სრული გაშვება წლის ბოლომდე მოხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ირანს არ აქვს არავითარი ფინანსური უთანხმოება რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როს ატომთან", რომელმაც ატომური ელექტროსადგური ააშენა და შესაბამისად, მისი არგაშვების არავითარი საფრთხე არ არსებობს.
"ჩვენ გვქონდა საუბარი პრეზიდენტ მედვედევთან, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობაში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს და ატომური ელექტროსადგურის გაშვება მოხდება დათქნულ ვადებში. რა თქმა უნდა, გაშვება მოხდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.