წაღვერში,ე. წ. არჯევანიძეების ტყეს ცეცხლი უკიდია. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებშიც ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სპეციალური ტექნიკა.
უკვე დაიწვა 1500 ჰექტარზე მეტი ფართობი.
მეხანძრეები ხანძრის სრულ ლიკვიდაციას დღის ბოლომდე გეგმავენ.
ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მომხდარ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.