"მოხალისეობა თუშეთში" - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და "თუშეთის მეგობართა ასოციაციის" ინიციატივით, ზემო ომალოში ეკობანაკი მოეწყო.
15-მა სტუდენტმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ბილიკების მარკირებაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, მოხალისეებმა სოფელ ომალოში საინფორმაციო აქცია გამართეს და ეროვნული პარკის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
ეკობანაკში გარემოს დაცვით საკითხებზე პრეზენტაციებიც მოეწყო, სადაც სტუდენტები ტურისტებთან მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ.
პროექტი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.