აფხაზეთის ომში დაღუპულებს გმირთა მემორიალთან დღეს დილიდან იხსენებენ.
მემორიალთან საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მიდიან. ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი უკვე მიაგო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, რომელმაც მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა დ ა არ დავივიწყოთ ის ხალხი, რომლებმაც თავი დასდეს საქართველოს ერთიანობისთვის", - განუცხადა დავითაიამ ჟურნალისტებს.
გმირთა მემორიალთან დილიდან არიან შეკრებილნი ომში დაღუპულთა დედები და ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 19 წელი გავიდა. 18 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა.