დღეს, 14 აგვისტოს, სასტუმრო "აფხაზეთთან" დევნილების მორიგი აქცია გაიმართება.
როგორც თავად სასტუმროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, დღევანდელ აქციას სიმბოლურად "გლოვის აქცია" ეწოდება, რადგან ხელისუფლება შენობიდან მათ "გაყრაზე უარს არ ამბობს".
აქცია 23:00 საათზე დაიწყება და დევნილები შენობიდან მათ შესაძლო გამოსახლებას ანთებული სანთლებით გააპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილების გამოსახლეობას 15 აგვისტოდან გეგმავს.
სუბელიანის უწყება იძულებით გადაადგილებულ პირებს აღნიშნულის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 10 ათას დოლარს, ან რუსთავში განსახლებას სთავაზობს. დევნილთა უმეტესობისთვის ორივე პირობა მიუღებელია, რადგან ისინი მათ არასაკმარისად მიიჩნევენ.