დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის რესურსცენტრში თურქეთის სამეცნიერო ბანაკის მონაწილე საჯარო და კერძოსკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სამეცნიერო ბანაკი, ერთ-ერთია მსოფლიოს ოთხსამეცნიერო ბანაკს შორის, დანარჩენი სამი კი განლაგებულიაამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ბელგიაში.
სამეცნიერო ბანაკის მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითადა ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა.
ბანაკში ყოფნისას მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დაუმეგობრდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სამეცნიერო ბანაკის მონაწილეებს და გააცნონ მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა. ექვსდღიან დატვირთულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას, რომელიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება, გამოცდილი კონსულტანტები უხელმძღვანელებენ. სამეცნიერო ბანაკის მონაწილეები სამინისტრომ მათი აკადემიური მოსწრებისდონისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გათვალისწინებით შეარჩია.