დღეს, 13 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სარფში კოლხობის დღესასწაულს დაესწრება.
ანსამბლი "ათძალი" ლაზი მეთვეზის სიმღერას შეასრულებს. სპეციალურ პროგრამა წარმოადგენენ ქედისა და მაჭახლის ფოლკლორულ ანსამბლები. შედგება ბაიარ შაჰინის ახალი სიმღერების პრემიერც. შაჰინი სამ ახალ ნამუშევარს წარადგენს.
სარფში, ზღვის სანაპიროზე, ხალხური რეწვის ნიმუშებიც გამოიფინება, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები.