12 აგვისტოს ხობში სახალხო დღესასწაული "ცოტნეობა" გაიმართა.
პიერ და ბადრი კობახიძეების სახელობის თეატრში ღონისძიება მოეწყო. საქართველოს სახალხო მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა თეატრს საჩუქრად გუბაზ მეფის პორტრეტი გადასცა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წირვა აგავლინა. მანვე აკურთხა პირველი მაისის სამონასტო კომპლექსის სალოცავი ჯვარი. კომპლექსის მშენებლობა მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას თაოსნობით ხორციელდება. ხობში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრირქის რეზიდენცია განთავსდება.
როგორც მეუფემ ბრძანა, "ეს კომპლექსი ბევრი ადამიანისთვის ცოდვის დიდ ოკეანეში იქნება ერთ-ერთი პატარა კუნძული, რომელზედაც თუ ადამიანი შეაღწევს, აუცილებლად გადარჩება".
კომლპექსის მშენებლობა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და მისი პრეზენტაცია ფესტივალის - "სიმღერა სამეგრელოზე" - ფარგლებში გაიმართება. ფესტივალს პარტიარქი დაესწრება.
მანამდე, 14 აგვისტოს, ნაკურთხი ჯვარი ღვთისმშობლის ხარების ტაძარზე აღიმართება. ამ საქმეში მონაწილეობას ხობელი სტუდენტებიც მიიღებენ. მათ ეს ინიციატივა დღეს ცოტნეობაზე გააჟღერეს.