14 აგვისტოს, 10:00 საათზე, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, თბილისში, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან, ომში შვილდაღუპულ დედათა ორგანიზაცია "არდავიწყება" ომის ვეტერან მეთაურთა საბჭო და საქართველოს დევნილთა კონგრესი გვირგვინებით შეამკობენ დაღუპული გმირების მემორიალს. აღევლინება პანაშვიდი. ამის შესახებ ინფორმაციას ომში შვილდაღუპულ დედათა კავშირი "არდავიწყება", ომის ვეტერან მეთაურთა საბჭო დასაქართველოს დევნილთა კონგრესი ავრცელებს.
მათი განცხადებით, 12:00 საათზე კინოს სახლში მიწვეული იქნებიან შვილდაღუპული დედები, ომის ვეტერანები. შეკრებაზე ომში შვილდაღუპულ დედათა კავშირი "არდავიწყება" წარმოადგენს განვლილი ხუთი წლის მუშაობის ანგარიშს.
მიიღებენ მიმართვას ქართველი, აფხაზი და ოსი დედებისადმი.