გონიოს ციხეში სტუდენტური ექსპედიცია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის დაფინანსებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სამუშაოთვის შოთა რუსათაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 30 000 ლარი გამოეყო.
ექსპედიციაში სტუდენტებსა და მაგისტრანტებთან ერთად ლექტორ-მასწავლებლებიც მონაწილეობენ. პირველი აღმოჩენები სტუდენტებმა უკვე გააკეთეს. იპოვეს რომაული და ბიზანტიური მონეტები, ამფორის ყური და ჭურჭლის ფრაგმენტი.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, სტუდენტებს დაურიგდებათ სამეცნიერო თემები, რომლებსაც მიმდინარე წლის ნოემბრში სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგენენ. ნაშრომები ბუკლეტად გამოიცემა.