კუმისის ტბაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი უკვე სრულად ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით სამიდან ოთხ ჰექტრამდე მიწის ფართობი და მასზე განთავსებული ნაგებობები.
ხანძრის ლოკალიზებაში გარდაბნის, თბილისის და რუსთავის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები მონაწილეობდნენ.
მიმდინარეობს დარჩენილი მცირე კერების ჩაქრობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. აალების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზუსტ მიზეზს გარდაბნის რაიონული პოლიცია გაარკვევს, რომელიც ადგილზეა მობილიზებული. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.