ვარშავაში დაჭრილი ქართველი საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მიმავალ ქართველ მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ვარშავის პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ინციდენტი ქართველებს შორის მოხდა და, სავარაუდოდ, დამნაშავეც ქართველია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება.