გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ნახევარ ჰექტრამდე ვენახი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ზაზა უტიაშვილმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივების დაუდევრობით გაჩნდა.
ხანძარი იყო სოფელ კარდენახშიც. გიორგი რაზმაზიშვილის სახლის ეზოში მდგარი 2 კვიპაროსი დაიწვა. ზაზა უტიაშვილის თქმით, ცეცხლის ჩაქრობა კარდენახშიც დროულად მოხერხდა, თორემ სახლის ეზოში გაჩერებულ მანქანას აფეთქების საშიშროება ემუქრებოდა.