დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას აზრით, "ჩვენ სწორი გზით მივდივართ".
"ჩვენ სწორი გზით მივდივართ და მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ეს გზა გახდეს შეუქცევადი", - განაცხადა უგულავამ უცხოელ ეკონომისტებთან შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ინსტიტუციონალიზირდეს.
"რეფორმა არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალისხმევაზე დამოკიდებული. ის უნდა ინსტიტუციონალიზირდეს. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა, თუ გვინდა შევქმათ ეკონომიკური დოვლათი და რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად უნდა - სამუშაო ადგილები", - აღნიშნა თბილისის მერმა.