დღეს, 12 აგვისტოს, 17:00 საათზე, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში ბანაკში საზოგადოებისთვის ნაცნობი მომღერლები კონცერტს გამართავენ, ასევე მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენის ჩვენება. ღონისძიებას ბანაკ „პატრიოტის" 300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მონაწილე დაესწრება.