ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში აფეთქება მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში გასროლის ხმები ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპონეთის თავდაცვის უწყების შენობაში უცხო პირი შეიჭრა და ორი მძევალი აიყვანა, აფეთქება კი მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ.
აფეთქების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ამ დროისთვის პარალიზებულია.