"კერკეტი კაკალი 5"-ს რუსეთში გადაიღებენ. ამჯერად ფილმის მთავარი გმირი ჯონ მაკლეინი, რომელსაც ბრუს უილისი ასახიერებს, მოწინააღმდეგეებთან თავის შვილთან ერთად იბრძოლებს.
ფილმი ეკრანებზე 2012 წელს გამოვა. მისი სიუჟეტი ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ მოქმედებები რუსეთში განვითარდება.
ფილმს ახალი რეჟისორი ეყოლება. მას ჯონ მური გადაიღებს.