აშშ-ში თავისუფლების ქანდაკება სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო დაიხურება, რის გამოც, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ტურისტებს ნიუ-ორკის სავიზიტო ბარათის ხილვა აღარ შეეძლებათ. როგორც ცნობილია ქანდაკების შიგნით ახალი კიბეები და ფიფტები დამონტაჯდება. ქანდაკებაში შესვლა ტურისტებს უკვე 29 ოქტომბრიდან, ანუ თავისუფლების ქანდაკების 125-ე წლისთვის აღნიშვნის მერე დღეს, აეკრძალებათ.
ყოველწლიურად თავისუფლების ქანდაკების სანახავად 3,5 მლნ. ტურისტი
კეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.
ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.