გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაზე იმსჯელა.საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. როგორც ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე 2 000 ადამიანია დახოცილი, დაკავებულია 13 000, ათობით ათასმა ადამიანმა კი მეზობელ თურქეთს შეაფარა თავი.
აშშ-ის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით, "სირია უკეთესი ქვეყანა იქნება" პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარეშე, რომელმაც ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა. გაეროში სირიის ელჩის თქმით კი, უშიშროების საბჭოზე გატანილი ინფორმაცია არასწორი იყო და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ბოლო კვირაში დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობას შეადარა.