თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქრისტიან-დემოკრატების" სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ თარგამაძის გუნდის მოთხოვნა, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის ხარჯზე გადახდა გაუქმებულიყო, არ გაითვალისწინა.
"ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, განაჩენთან შეგუებას არ აპირებენ და მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გააპროტესტებენ.
"ცოტა ხანში, როცა გავასაჩივრებთ ამ საკითხს, იქნება დაზარალებული მოქალაქეების მთელი არმია, რომელთაც სრულიად უკანონოდ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებით გაეზარდათ გადასახადი და ადამიანები, რომლებიც 2,5 ლარს იხდიდნენ აქამდე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადაიხდიან ათჯერ და კიდევ უფრო მეტს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.