ექიმს კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი უჩივის. ამჯერად სამედიცინო რეგულირების საბჭომ ბათუმის საავადმყოფოს ექიმის, რუსიკო კობახიძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
შუა ხნის გარდაცვლილი მამაკაცის, შოთა ბერიძის ოჯახის მტკიცებით, ავადმყოფი კლინიკაში 2010 წელს გადატანილი ინფარქტის შემდეგი ჩივილებით მიიყვანეს, თუმცა ექიმმა კარდიოგრამის გადაღება საჭიროდ არ ჩათვალა.
ბერიძე კლინიკიდან გასვლიდან რამდენიმე წუთში, ტაქსში გარდაიცვალა.
დაღუპილის ოჯახი ექიმს პროფესიულ დაუდევრობაში ადანაშაულებს, თავად ექიმი კი ბრალდებას უარყოფს.
სამედიცინო რეგულირების საბჭო საქმეზე დასკვნას უახლოეს მომავალში დადებს.