მამაკაცთა 12%- ს ყოველდღიური სექსი სჭირდება, 75%-ს კვირაში რამდენჯერმე, ხოლო მამაკაცთა 1%-ისთვის საკმარისია თვეში ერთხელ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში ჩატარებულ ყველაზე დიდ კვლევაში.
კვლევაში, რომელიც არკვევდა, თუ რა სურთ მამაკაცებს, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 68000-მა მამაკაცმა.
ძლიერი სქესის წარმომადგენლები სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხობდნენ, რომლებიც მათ პირად ცხოვრებას, სექსს, ქორწინებას, ბავშვების აღზრდას ეხებოდა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 68% პატივისცემით ეპყრობა ქორწინებას, ხედავს საკუთარ უპირატესობას საყვარელ ქალთან ცხოვრებაში და ემზადება ქორწინებისთვის. გამოკითხულთა მესამედს მიაჩნია, რომ ქორწინებამდე აუცილებელია დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება. ხოლო 92 % არ ეწინააღმდეგება იმას, თუ ცოლი მეტს გამოიმუშავებს, არსებული გარემოება მამაკაცურს სიამაყეს არ შელახავს.
როგორც აღმოჩნდა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცების 50% არ ეწინააღმდეგება, შეხვდეს შვილებიან ქალს. და რაც მნიშვნელოვანია: ასაკის მატებასთან ერთად, პარტნიორის შვილების რაოდენობა მამაკაცებს სულ უფრო ნაკლებ აღელვებთ.
კვლევამ ასევე აჩვენა, თუ როგორ იცვლება ასაკთან ერთად მამაკაცის დამოკიდებულება იმისადმი, რომ იყოლიოს შვილი. თუ გამოკითხულ მამაკაცთა შორის, რომელთა ასაკი 20 წლამდეა, თითქმის მესამედს სურს იყოლიოს ძაღლი, ვიდრე შვილი, სხვა ასაკობრივ ჯგუფში 35-50 წელი უკვე საპირისპიროს ამბობენ, დაახლოებით 30 % სურს ჰყავდეს ბავშვიც და ძაღლიც, ხოლო 13 %-ს - საერთოდ არც ერთი.
ღალატის ძირითად მიზეზთა შორის მამაკაცები ასახელებენ მოწყენილობას და სურვილს - ჰქონდეთ მრავალფეროვნება სექსში.