დღეს, 11 აგვისტოს, სახალხო დამცველის ოფისთან აქცია "მეც დევნილი ვარ" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ისინი მოითხოვენ დევნილთა გამოსახლეობის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ტუღუშმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ისეთი უკანონობის მიმართ, როგორიც დევნილთა იძულებით გამოსახლებაა, სახალხო დამცველ ასეთი "წყნარი" დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა მხარდასაჭერად მსგავსი ტიპის აქციები სისტემატურად იმართება.