ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებმა თალიბების ის დაჯგუფება გაანადგურეს, რომლებმაც გასულ კვირას მათი ვეტმფრენი ჩამოაგდო. ვეტმფრენში ამერიკელი და ავღანელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის სარდალმა გენერალ-ლეინტენატმა ჯონ ალენმა განუცხადა.
ამავდროულად, გენერლის განცხადებით, ვერ მოხერხდა დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია.
შეგახსენებთ, რომ თალიბების დაჯგუფებამ 6 აგვისტოს ჩამოაგდო ვეტმფრენი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - 30 აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე იყო, 7 ავღანეთის ხოლო ერთი თარჯიმანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენზე აშშ-ის სპეცდანიშნულების ის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა.
პენტაგონს ამ დრომდე ოფიცალურად არ გამოუქვეყნებია დაღუპულთა ვინაობა, რადგან არსებობოს საფრთხე ტერორისტებმა მათი ოჯახის წევრებზე იძიონ შური.