დიდ ბრიტანეთში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. პოლიციამ შეძლო ვითარების სრული გაკონტროლება, რის შედეგადაც ინცინდენტები არ დაფიქსირებულა.
BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარბევებში მონაწილეთა ერთ ნაწილს უკვე შეეფარდა შესაბამისი სასჯელი.
ამავდროულად, სიციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც ნათლად ჩანს პოლიციელების სისატიკე დემონსტრანტებისა და აქციაში მოანწილეთა მიმართ.
აღინიშნება ის გარემოება, რომ პოლიციელების ამ მოქმედებას ადგილი ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ სამართალდამცავები დარბევებში მონაწილეთა მიმართ საკმაოდ მკაცრად მოიქცეოდნენ.
ექსპერტენმა ბრიტანეთის მღელვარებას „შოპინგ-ბუნტი" უწოდეს. მათი თქმით, დარბენებში მონაწილეები ამსხვრევდნენ ტანსაცმლის, ელექტროსაქონელისა და სხვა სახის მაღაზიებს _ „მეტ წილად ისეთს, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი საქონელი არ იყიდებოდა".
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სასამართლოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. დაკავებულთა შორის სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანები არიან, მაგრამ როგორც ბრიტანული მედია იუწყება მეტ წილად ახალგაზრდები.
დღეს, ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოსმენა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ არეულობა 6 აგვისტოს საღამოს ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტოტენჰემის რაიონში დაიწყო, სადაც მიმდინარე პარასკევ საღამოს პოლიციის თანამშრომელმა ერთი ადგილობრივი მოქალაქე მოკლა.
კერძო ტაქსის მგზავრი 29 წლის მარკ დაგგანი პოლიციელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა. პოლიციელებს ავტომობილში ჩხრეკის ჩატარება სურდათ. ამ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. აღნიშნული ინციდენტის გარემოებების გამოძიებას პოლიციაზე საჩივრების შესახებ არსებული დამოუკიდებელი კომისია აწარმოებს.
შაბათსვე საღამოს 300 ადამიანის ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა და "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვა.
სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, სტიქიური პროტესტის შედეგად ისრორდნენ ბოთლებს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ბოთლებს პოლიციის ავტომობილებსაც ესროდნენ. შედეგად ორი საპატრულო ავტომობილი დაიწვა, რომელთაგან ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუა ქუჩაში გამოათრიეს.