კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან", 1400 მმ-იან წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან 12 აგვისტოს 7:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს; მთაწმინდა-სოლოლაკის ზედა უბნებს, ზემო ვერის, ზემო ვაკისა და ბაგების დასახლებებს; სოფლებს: ოქროყანა, ტაბახმელა, წავკისი, კოჯორი, კიკეთი; ზაჰესისა და წეროვანში განსახლებულ დევნილთა დასახლებებს.
წყლის მიწოდება შეუფერხდება ზედა სართულების მობინადრეებს გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII, მ/რაიონებში; თემქის დასახლების III მ/რაიონში სოფელ გლდანში, ასევე, გლდანულასა და "კონიაკის" დასახლებებში.