ოკუპირებული ტერიტორიების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილების აქცია გაიმართა. დევნილები მინისტრთან შეხვერას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
დევნილთა წარმომადგენლებმა სამინისტროში შესვლა სცადეს, მაგრამ დაცვამ კარი ჩაკეტა და შენობაში არ შეუშვა.
დევნილების განცხადებით, სამინისტრომ მათ 10 ათასი ლარის ოდენობის კონპენსაცია ან რუსთავში ალტერნატიული, გასარემონტებელი ფართი შესთავაზა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფართის გარემონტებამდე დევნილებს ქირით გადაყვანას ჰპირდება