თიანეთის რაიონში „ქართლი გაზის" ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც კახეთის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ იარაჯულმა განუცხადა, მაგისტრალი მდინარე იორის კალაპოტში ინერტული მოპოვებისას დაზიანდა.
„თიანეთი - თბილისის მიმართულებით გზა შენდება. მშენებლობისთვის მდინარე იორის კალაპოტში ინერტული მასალის მოპოვება ხდება. გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. მილს გვერდიდან მოხვდა ტრაქტორის ყოში. სპეციალისტებმა აღდგენითი სამუშაოები წუხელ დაიწყეს და უკვე დაამთავრეს", - აღნიშნა იარაჯულმა.