ხვალ, 11 აგვისტოს, ეკლესია ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი მცხეთელი იყო ქრისტიანობისთვის წამებული სპარსელი VI საუკუნის საქართველოში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში".
სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი სპარსეთში ატეხელ ქრისტიანთა დევნას გამოექცა და 541 წელს ქ. განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოვიდა. მონათვლის შემდეგ ეწოდა ევსტათი. სპარსელებმა დაასმინეს ჯერ უსტამ ციხისთავთან, მერე - მარზპან არვანდ გუშნასპთან, 3 წლის შემდეგ კი ახალ მარზპან ვეჟან ბუზმირთან, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. ევსტათიმ მისი მოთხოვნა უარყო და მბრძანებელს ვრცლად მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. ქრისტიანობის ერთგულებისთვის მას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 550 წელს.