მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მამაკაცი, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა.
მტკვარში ადამიანი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ მეტეხის ხიდიდან შენიშნა.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მისი ჩანთაც, რომელშიც თურქეთის მოქალაქის პასპორტი დევს.