სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ.
"განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გადასცა.
2010-2011 წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 40 ოქროსა და 54 ვერცხლიმედალოსანია. მედლების გადაცემა ქალაქ ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, "წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები "ეროვნული სასწავლო გეგმით" რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.