ლაილას მთაზე ცოცვისას დაშავებული გერმანელი მთამსვლელი თავს კარგად გრძნობს. ტურისტი მესტიის საავადმყოფოში რჩება.
მას გუშინ კლდეზე ცოცვის დროს ფეხი დაუცდა, რის გამოც ორივე კიდურის მოტეხილობა მიიღო.
შს სამინისტროს სამაშველო ჯგუფის წევრებმა და კატასტროფის ბრიგადამ დაშავებული ქალი მესტიაში ვერტმფრენით ჩაიყვანეს. მას ადგილობრივ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.