ლონდონის ტოტენჰემის რაიონის ერთ-ერთ საწყობში ოთხი მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. აფეთქების შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქების ადგილზე სამართალდამცავები მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს წყვეტენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქებები ასევე მოხდა ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოში.
ლონდონში არეულებების დაწყებიდან პოლიციის მიერ ქვეყანაში უკვე დაკავებულია 1,1 ათას ადამიანზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს. აქედან მხოლოდ ლონდონში დაკავებულია 685 ადამიანი, მათ შორის 111 ბრალი უკვე წარედგინა. დაკავებულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთა საშუალო ასაკი 21 წელია.
აღსანიშნავია, რომ არეულობა უკვე დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და მანჩესტერზე, ბირმიგებზე, ლესტერზე, ვულვერგემპტონზე, ბრისტონზე, გლოსტერზე და უესტ-ბლომიჯზე გავრცელდა. აგრესიულად განწყობილი ადამიანები ამ ქალაქებსა და რაიონებში ამსხვრევენ მაღაზიებისა და დაწესებულებები ვიტრინებს, წვავენ ავტომობილებსა და სახლებს. იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და მოროდიორობენ.
მათ მიერ მოწყობილმა აფეთქებამ ენფილდის რაიონში მდებარე კომპანია "Sony Digital Audio Disc" კუთვნილი შენობა დაწვა. ამასთან ერთად, პოლიციამ აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებთან ბრძოლა გაამკაცრა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ლონდონის ქუჩებში 24 საათის განმავლობაში 16 ათასი პოლიციელი იმორიგევებს. სამართალდამცავთა მხრიდან ასევე გაკეთდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა პოლიციამ წესრიგის დასამყარებლად პლასტიკური ტყვიებიც კი გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ არეულობა შაბათს საღამოს ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტოტენჰემის რაიონში დაიწყო, სადაც მიმდინარე პარასკევ საღამოს პოლიციის თანამშრომელმა ერთი ადგილობრივი მოქალაქე მოკლა.
კერძო ტაქსის მგზავრი 29 წლის მარკ დაგგანი პოლიციელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა. პოლიციელებს ავტომობილში ჩხრეკის ჩატარება სურდათ. ამ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. აღნიშნული ინციდენტის გარემოებების გამოძიებას პოლიციაზე საჩივრების შესახებ არსებული დამოუკიდებელი კომისია აწარმოებს.
შაბათსვე საღამოს 300 ადამიანის ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა და "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვა.
სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, სტიქიური პროტესტის შედეგად ისრორდნენ ბოთლებს, რომელშივგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ბოთლებს პოლიციის ავტომობილებსაც ესროდნენ. შედეგად ორი საპატრულო ავტომობილი დაიწვა, რომელთაგან ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუა ქუჩაში გამოათრიეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ორსართულია ავტობუსს წაუკიდეს ცეცხლი და ახლომდებარე მაღაზიებისა და სავაჭროობიექტების დარბევა დაიწყეს. მოვლენების ეპიცენტრი ჟურნალისტებმა დატოვეს, ვინაიდან აქციის მონაწილეებს მათზე თავდასხმის მცდელობები ჰქონდათ. არეულობებთან საბრძოლველად სტიქიურ მასობრივ მღელვარებებთან ბრძოლის დანაყოფები გაიგზავნა.