დღეს, 10 აგვისტოს, 15:00 საათზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც დევნილები აცხადებენ, ხელისუფლების შეთავაზება, 10 000-იანი კომპენსაცია ან რუსთავში დროებითი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება მათთვის მიუღებელია.
მათივე თქმით, ისინი ითხოვენ კომპენსაცია იყოს რეალური, რა თანხაშიც თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ბინებს შეიძენენ და არ გაუუარესდებათ მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა გუშინ აქცია გაეროს ოფისთან გამართეს.