დღეს, 10 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომპანია "თელასის" ქვესადგურ "დანამოში" სარემონტო სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება აღმაშენებლის, წერეთლის და თამარ მეფის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ფიფიას, გორის, ბათუმის, ფოთის, გოგოლის, გოგი დოლიძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება დამწვრობის ცენტრს, ვაგონშემკეთებელ ქარხანას და ქარვასლას.
ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.