დღეს, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე, გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის წინ (კოსტავას ქ. 14) ჩატარდება ბრიფინგი დევიზით - "ჟურნალისტებო, ერთმანეთს გაუწიეთ სოლიდარობა".
წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა - გამომცემლობა "სამშობლოს" დაბრუნების შენობის დაბრუნებისა და სააქციო საზოგადოება "მასმედიის სახლის" დაარსების შესახებ.
აქვე მოეწყობა 2007 წლის 10 აგვისტოს გამთენიისას, გამომცემლობა "სამშობლის" შენობიდან ჟურნალისტების განდევნის ამსახველი ფოტოსურათებისა და ნახატების გამოფენა-აქცია. გაკეთდება დეპორტირებულ და რეპრესირებულ ჟურნალისტთა, კეთილი ნების ადამიანთა "სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი".