საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ზბიგნევ რიბაცკს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრა გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა, რადგან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მისიის ვადა ეწურება.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობა საქართველოში და განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და მიმართულებები.