რუსეთში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით 11 ადამიანი - ეკიპაჟის 9 წევრი და 2 გამცილებელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი კომსომოლკაია-ნა-ამურედან ჩუკოტკაზე მიფრინავდა. მაგადანში საწვავის დამატებს შემდეგ ეკიპაჟმა გადმოსცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრენი აპარატის მარჯვება ძრავი აალდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაგადანში დაბრუნების შესახებ.
ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა და თვითმფრინავი დისპეჩერების რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სისხლის სამართლის საქმე "ფრენების უსაფრთხოების ზომების დარღვევის" მუხლით აღიძრა.